1774555363
შალვა პაპუაშვილი: ხოშტარია და მსგავსი ადამიანები არიან პირადი პატიმრები ჰელსინკის კომისიის და მსგავსი ორგანიზაციების, აქეზებენ მათ დანაშაულისკენ, რომ შემდეგ მოაწყონ განხილვები
ხოშტარია და მსგავსი ადამიანები არიან პირადი პატიმრები ჰელსინკის კომისიის და მსგავსი ორგანიზაციების, აქეზებენ მათ დანაშაულისკენ, რომ შემდეგ მოაწყონ განხილვები, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან.
აღნიშნულით პარლამენტის თავმჯდომარე ელენე ხოშტარიასთვის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის შემდგომ ხელისუფლებისადმი კრიტიკულ განცხადებებს გამოეხმაურა.
„ხოშტარია და მსგავსი ადამიანები არიან პირადი პატიმრები ჰელსინკის კომისიის და მსგავსი ორგანიზაციების, აქეზებენ მათ დანაშაულისკენ, რომ შემდეგ მოაწყონ განხილვები, რეზოლუციები, განცხადებები და ა.შ. იყენებენ ქართველებს, მათ არც არაფერი აკლდებათ ამით. ჩვენს მოქალაქეებს უბიძგებენ დანაშაულისკენ, რომ შემდეგ სხვადასხვა განცხადება გამოაცხონ“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.












