პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო, დაკავებულია ერთი პირი

პოლიცია

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით 1976 წელს დაბადებული გ.ლ. დააკავეს.

პატრულ-ინსპექტორებმა ბრალდებული თბილისში, გადამოწმების მიზნით შეაჩერეს. სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი რევოლვერი და ვაზნები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

პოლიციამ გ.ლ. ბრალდებულის სახით დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლს მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.