შალვა პაპუაშვილი: „იმედმა“ განცხადება გააკეთა, ბანკი თუ შეიქმნება და შესაძლებელი იქნება, ფიზიკურმა პირებმა ანგარიში გახსნან, ჩემს ანგარიშს აუცილებლად გავხსნი

 შალვა პაპუაშვილი

„ტელეკომპანია „იმედმა“ განცხადება გააკეთა, ბანკი თუ შეიქმნება და შესაძლებელი იქნება, ფიზიკურმა პირებმა ანგარიში გახსნან, ჩემს ანგარიშს აუცილებლად გავხსნი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ყველა ადამიანს შესაძლებლობა აქვს, შესაბამისი პირობების შემთხვევაში, ნებისმიერი ბიზნესი მიიწვიოს. ასეთი ბანკი თუ შეიქმნება და შესაძლებელი იქნება, ანგარიში ფიზიკურმა პირებმა გახსნან, ჩემს ანგარიშს აუცილებლად გავხსნი“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ტელეკომპანია „იმედმა“ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია: „ერთგული მეგობრებისა და სპონსორების ფინანსური მხარდაჭერით, რამდენიმე თვეში შევქმნით საკუთარ ბანკს, სახელწოდებით „იმედის ბანკი“.