„გამოიყენეთ, ჯადოსნურ დროის ინტერვალში...“ - ასტროლოგი მიმართვას ავრცელებს
1752177271
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ევროკავშირის საელჩოს მიერ დაფინანსებულმა პროპაგანდისტულმა მედიებმა დამალეს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში სააკაშვილის გათავისუფლებაა მოთხოვნილი.
პაპუაშვილის თქმით, გაფართოების საკითხში ევროკომისრის, მარტა კოსის მონაწილეობით იქნა რეზოლუცია მიღებული და გამოდის, რომ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს ევროკავშირი, ევროკომისრის და მისი ელჩის სახით.
შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ევროკავშირის ელჩმა „ქართველ ხალხს უნდა გასცეს პასუხი, წამების სისტემის შემქმნელი არის მისი წარმოდგენით ევროპა?“.
„მნიშვნელოვანი მომენტია ის, რომ თვითონვე, თავისივე პროპაგანდისტულმა მედიებმა, რომლებსაც ევროკავშირის საელჩო აფინანსებს, დამალეს, რომ სააკაშვილის გათავისუფლება არის მოთხოვნილი იმ რეზოლუციაში. ხვდებიან, ქართველი ხალხი რომ ამას ხედავს, იქ უკვე ყველაფერი გასაგებია. ჩვენ ვნახეთ, რომ გაფართოების საკითხში ევროკავშირის კომისარის, მარტა კოსის მონაწილეობით იქნა ეს რეზოლუცია მიღებული. ის დაიღვარა კომპლიმენტებში რასა იუკნევიჩიანეს მიმართ. ასე რომ, ეს სრულად არის ევროკომისიის და ევროკავშირის ელჩის პასუხისმგებლობა. გამოდის, რომ დღეს სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს ევროკავშირი, ევროკომისრის და მისი ელჩის სახით. ამიტომ ევროკავშირის ელჩმა ქართველ ხალხს გასცეს პასუხი, ანუ, რა უნდათ ახლა, რომ დიქტატორი, წამების სისტემის შემქმნელი არის ევროპა ბატონი ჰერჩინსკის აზრით? სააკაშვილია ევროპა ბატონი ჰერჩინსკის და ევროკომისიის აზრით?ამიტომ ამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან. ევროკომისარის მონაწილეობით იქნა ეს რეზოლუცია მიღებული, არ მომისმენია რაიმე კრიტიკული მოსაზრება ტექსტის მიმართ არც კომისარი კოსისგან, არც ევროკავშირის საელჩოსგან და არც ევროკომისიისგან. ეს ნიშნავს, რომ ისინი იზიარებენ ამ რეზოლუციას, ეს ნიშნავს, რომ ისინი ითხოვენ სააკაშვილის გათავისუფლებას. ისინი ითხოვენ, მათ შორის წინა რეზოლუციებშიც ითხოვდნენ სანქციების დაწესებას რუსეთისთვის. ანუ ითხოვენ, რომ ჩვენ ესკალაციაში შევიდეთ რუსეთთან, ჩვენ გამოვუშვათ დიქტატორი და წამების სისტემის შემქმნელი. ანუ, ეს არის მათი წარმოდგენით ევროპა. ამიტომ ბატონმა ჰერჩინსკიმ უპასუხოს, მისი აზრით, ევროპა არის წამება, დიქტატურა, ესკალაცია, ქვეყნის კონფლიქტებისთვის გაწირვა და ასე შემდეგ, ეს არის ევროპა?“, – განაცხადა პაპუაშვილმა.