სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე 2 პირი დააკავა

სასაზღვრო პოლიცია

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ "ჭარალის" დასაცავ მონაკვეთზე გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე: 1974 წელს დაბადებული ფ.ჯ. და 1983 წელს დაბადებული ე.ჩ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე დააკავეს.

დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტების გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან უკანონოდ, ე.წ. „მწვანე ზოლი“-თ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და შემოვიდნენ ქვეყანაში.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.