ვანგას წინასწარმეტყველება 2025 წლისთვის - რა ელის კაცობრიობას
1752103172
მზია ამაღლობელის ადვოკატი კახა წერეთელი ამბობს, რომ ამაღლობელს არ განუცხადებია, რომ მას ფიზიკურად შეეხნენ.
„მზია ამაღლობელს არ განუცხადებია, რომ ფიზიკურად მას [შეეხნენ]. მზია ამაღლობელს აქვს განცხადება გაკეთებული, რომ მას აყენებდნენ შეურაცხყოფას, მას შეაფურთხეს, მაგრამ ის, რომ ხელით ის ვიღაცამ… შესაძლებელია, ეს დაზიანებები მიღებული იყოს დაკავების დროს. იქ მანამდე მზია ამაღლობელი წაიქცა მიმდინარე მოვლენების დროს, ეს არის გამოსაკვლევი გამოძიების მიერ”, - განაცხადა წერეთელმა.
ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ მზია ამაღლობელის შესახებ განაცხადა: „დააპატიმრეს, სცემეს და ახლა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება. ის მხედველობას კარგავს. მას არ აქვს სათანადო სამედიცინო დახმარება“