„გამოიყენეთ, ჯადოსნურ დროის ინტერვალში...“ - ასტროლოგი მიმართვას ავრცელებს

horo

ასტროლოგი ქეთი ოდიშელი ზოდიაქოს ნიშნებს მნიშვნელოვან ინფორმაციას უზიარებს:

„სავსემთვარეობა 11 ივლისს, საქართველოს დროით 00:35 სთ ზე.
თხის რქის ზოდიაქოს ნიშნის მე 19-ე გრადუსზე.

„თუ პრობლემას გაათავისუფლებთ ემოციისგან, დარჩება მხოლოდ სიტუაცია“.

 
იდეა იბადება კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანში, თხის რქის ზოდიაქოს ნიშანში კი ხდება იდეის მატერიალიზაცია!
სავსემთვარეობის ენერგია უკავშირდება სისრულეს, შედეგის დადებას, გამთლიანებას.

თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ამ დროს მატულობს კონფლიქტების, ავარიების, ჯანმრთელობის პრობლემების ალბათობა, ამიტომ შეინარჩუნეთ სიმშვიდე და უბრალოდ "ნუ გაართულებთ".

ყურადღება მიაქციეთ სიმბოლოს, ეს არის თხის რქა, ეს არ არის თხა!

# ყანწი ეს არის სიმბოლო სიუხვისა და იმ სიტყვების მატერიალიზაციისა რომელსაც მას "ჩასძახებდნენ", ქართულ ტრადიციაში (და არა მხოლოდ) სწორედ ეს დატვირთვა ჰქონდა ამ სასმისის დროს წარმოთქმულ სიტყვებს "სა-დღე-გრძელო", რომლითაც ლოცავდნენ, ჯანმრთელობას და კეთილდღეობას უსურვებდნენ კერის პატრონს, მასპინძელს.
 

თუ ოჯახში მოგეპოვებათ ყანწი, აუცილებლად გამოიყენეთ ამ ჯადოსნურ დროის ინტერვალში (10 ივლისის საღამოდან - 11 ივლისის სავსემთვარეობის პიკამდე ) დანიშნულებისამებრ, ჩაიფიქრეთ სურვილი და მიირთვით ნებისმიერი სასმელი, რადგან ეს სიმბოლო, სასმელსაც ჯადოსნურ ელფერს სძენს.  

სავსემთვარეობის მმართველ სატურნს, მოძრაობა შენელებული აქვს, მიუხედავად იმისა, რომ აქტიურ, სწრაფ, იმპულსურ ვერძის ზოდიაქოს ნიშანს გადის, ის მალე უკან მავალი ხდება, რაც თითოეულ ადამიანს ძალიან კარგ საშუალებას აძლევს გადახედოს თავის ცხოვრებას გლობალურად, შეიტანოს მასში სიბრძნე, სიმტკიცე, დისციპლინა, აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ ცხოვრებაზე, დააორგანიზოს ცხოვრების ის სფეროები განსაკუთრებით, რომელშიც მეტი ქაოსია.

იღბლიან და მშვიდობიანი სავსე მთვამთვარეობას გისურვებთ მეგობრებო“