წყალი 12 საათით შეწყდა - გადაამოწმეთ მისამართები
1783936482
ეუთოს რეზოლუცია არის ტიპური მაგალითი დეზინფორმაციული ნარატივების შექმნისა. ჯო უილსონი და სხვა ევროპელი ანტი ქართველები არიან ჩართული ამგვარი ტექსტების შეთხზვაში, რომელიც არის პირდაპირ სიყალბე, დეზინფორმაციას, რომელსაც ავრცელებენ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ხელით, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე.
მისი შეფასებით, რეზოლუცია სრულად სიყალბეზეა აგებული.
შალვა პაპუაშვილის თქმით, ეუთომ ხაზი გადაუსვა საერთაშორისო სამართალს.
„საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი, რომ მოირღვა ამაში მხოლოდ რუსეთის წვრილი არ არის. სწორედ, ასეთი ასამბლეების წვრილიც არის, კერძოდ, ამ შემთხვევაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა, რომელმაც ხაზი გადაუსვა საერთოდ საერთაშორისო სამართალს, სამართლის ძირითად პრინციპებს და რუსეთის მსგავსად იქცა საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისთვის ძირის გამომთხრელად“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.