შალვა პაპუაშვილი: ეროვნული ინტერესები პირად წყენაზე მაღლა უნდა იდგეს, ბატონმა პეტერმა 30-წლიანი სანიმუშო პარტნიორობა სამ წელიწადში რომ დაანგრია, ამ მარტივი ჭეშმარიტების ვერგააზრების ნიშანია

შალვა პაპუაშვილი

სხვათა შორის, ორიოდე კვირის წინ 50 წელი შემისრულდა. ნიშანდობლივია, რომ მის ვრცელ ინტერვიუში, ბატონი პეტერი, არც ერთხელ არ ახსენებს ჩემს თანამდებობას და მხოლოდ გვარით მომიხსენიებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

პაპუაშვილი ეხმაურება გერმანიის ელჩის განცხადებას, სადაც პეტერ ფიშერმა აღნიშნა: „ბატონი პაპუაშვილი ჯამში 21 წელი იყო გერმანულ ანაზღაურებაზე, ის 48 წლისაა, 21 და 48 – ამაზე დამატებითი კომენტარი არ მაქვს“.

ელჩის საპასუხოდ პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ ეროვნული ინტერესები პირად წყენაზე მაღლა უნდა იდგეს.

„როგორც ჩანს, 2024 წლის არჩევნების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარეობასთან ერთად, არც ჩემი ასაკის მატებას აღიარებს და ეს დაკლებული ორი წელიც ამას უნდა მივაწეროთ.

ეროვნული ინტერესები პიროვნების ცხოვრებაზე და, მით უმეტეს, პირად წყენაზე მაღლა უნდა იდგეს. ის, რომ ბატონმა პეტერმა 30-წლიანი სანიმუშო პარტნიორობა სამ წელიწადში დაანგრია, ამ მარტივი ჭეშმარიტების ვერგააზრების ნიშანია. ესეც გაივლის“, – წერს პაპუაშვილი.