ზუგდიდის ბაღში მცირეწლოვან ბავშვზე იძალადეს - აღმზრდელს უფლებამოსილება შეუჩერდა
1760960229
ჩვენთვის მთავარი მიზანია დემოკრატიის მტრების ადგილი პოლიტიკურ პროცესში არ იყოს. რომელი ოფციაც რა სახით და რა ფორმითაც მიაღწევს ამ შედეგს უფრო კარგად, ეფექტურად, ზუსტად ისე გავაკეთებთ, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით დასმული კითხვების პასუხად.
შალვა პაპუაშვილის თქმით, ბევრი ოფცია გვაქვს - მათ შორის, ყველა ხარვეზი, რომელიც აქამდე კანონმდებლობაში არსებობდა, გამოსწორებულია.
„იცით, რომ ოფციებია პარტიებთან დაკავშირებით. ოფციებია დაკავშირებულ პირებთან დაკავშირებით და ოფციაა ასევე მემკვიდრე პარტიასთან დაკავშირებით. ამიტომ, ჩვენთვის მთავარი მიზანია დემოკრატიის მტრების ადგილი პოლიტიკურ პროცესში არ იყოს. რომელი ოფციაც რა სახით და რა ფორმითაც მიაღწევს ამ შედეგს უფრო კარგად, ეფექტურად, ზუსტად ისე გავაკეთებთ“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე განცხადებით, სარჩელი უკვე შედგენილია, თუმცა მიდის საბოლოო დახვეწა.
„ამ კვირაში იქნება აუცილებლად. კიდევ ერთხელ, სარჩელი მზად არის, მიდის ბოლო საკითხების გავლა თვითონ სარჩელთან დაკავშირებით იმისთვის, რომ უმაღლესი სტანდარტის სარჩელი იყოს. მათ შორის, მნიშვნელოვანი პროცესია და ამ პროცესს რაც შეესაბამება, ზუსტად იმის შესაბამისი სარჩელი უნდა იყოს. მიმდინარე კვირაში წარვადგენთ ამ სარჩელს.
ექსტრემისტული დაჯგუფებების ადგილი დემოკრატიულ სივრცეში არ არის. დემოკრატიის მტრებს არ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ დემოკრატიული პროცესი გამოიყენონ დემოკრატიის წინააღმდეგ. ეს არის მთავარი არსი თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის და ამიტომაც არსებობს მექანიზმი ყველა ქვეყანაში, საქართველოს ჩათვლით, რომ პარტიები, რომლებიც არღვევენ კონსტიტუციას, ისინი არ იყვნენ დემოკრატიული პროცესის მონაწილე. სასარჩელო მოთხოვნა რა იქნება, როგორი იქნება და ა.შ. ამას ყველაფერს იხილავთ“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.