„პირდაპირი ბილეთია უშვილობის" - გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება
1778618592
ჩვენთვის მთავარია, რომ ის პორტი, რომელიც უნდა აშენდეს, საქართველოს სახელმწიფოს ექნება 51% წილი მთლიან პორტში, რაც გულისხმობს, რომ ეს იქნება საქართველოს საკუთრება, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ანაკლიის პორტზე საუბრისას.
მისივე თქმით, რომელი ინვესტორი იქნება ამაში ჩართული, ვინ რა პროცესში იქნება ჩართული, ეს არის ტექნიკური საკითხი, რომელსაც მთავრობა წყვეტს.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის, რომ ეს პორტი აშენდეს, პორტს ჰქონდეს დატვირთვა, ამ პორტს მნიშვნელობა აქვს ევროპისთვის და აზიისთვის, ვინაიდან ამ პორტის მთავარი დატვირთვა იქნება სწორედ ევროპისა და აზიის ერთმანეთთან დაკავშირება. ჩატარდა საჯარო ტენდერი, ვისაც ჰქონდა ინტერესი მიიღო მონაწილეობა, ვისაც არა, არ მიიღო მონაწილეობა. მთავარი არის, რომ საქართველო იყოს ძლიერად და კარგად და განხორციელდეს ის პროექტები, რომელიც ჩვენს ქვეყანას მოუტანს სარგებელს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.