1758568351
შალვა პაპუაშვილი: ჩხუბი მოხდა და როგორ გინდათ, არაფერი გააკეთოს გამოძიებამ?! თუ ვინმე ვინმეს იარაღს უმიზნებდა და გამოართვა ლევან ჯობავამ, კარგია. უთხრან ეს ყველაფერი გამოძიებას

ჩხუბი მოხდა და როგორ გინდათ, არაფერი გააკეთოს გამოძიებამ?! თუ ვინმე ვინმეს იარაღს უმიზნებდა და გამოართვა [ლევან ჯობავამ], კარგია. უთხრან ეს ყველაფერი გამოძიებას, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან ლევან ჯობავას საქმესთან დაკავშირებით.
პარლამენტის თავმჯდომარეს ჰკითხეს, რატომ არის აღძრული საქმე ლევან ჯობავას წინააღმდეგ მაშინ, როდესაც მან აქციის ერთ-ერთ მონაწილეს იარაღი წაართვა და მისი თქმით, ამით აქციის მონაწილეები დაიცვა.
„საქმის დეტალებთან დაკავშირებით ბევრი არაფერი ვიცი. ერთი, რაც გაცხადდა, მიმდინარეობს გამოძიება ძალადობის მუხლით, მაგრამ არავის წინააღმდეგ. ფაქტია, რომ იქ მოხდა კონფლიქტი, შეხლა-შემოხლა და ამას ჰქვია ძალადობა. პროკურატურა ამ საქმეს იძიებს. იარაღს თუ წაართმევ, ეს ძალადობა არ არის, მაგრამ შესაბამისად მის [ლევან ჯობავას] წინააღმდეგაც არაფერი იქნება. ეს არის მთავარი მანიპულაცია, რომ იქ [საქმეში] არავის მიმართ არ მიდის გამოძიება, იქ არავინ არის ეჭვმიტანილად გამოცხადებული. ყველამ ითანამშრომლოს გამოძიებასთან, აუხსნან სიტუაცია რა იყო. ნაწილი კამერებშია დაფიქსირებული, ნაწილი - არა, ამიტომ არის საჭირო ყველამ ითანამშრომლოს გამოძიებასთან, აღწერონ სიტუაცია რაც მოხდა, ამით გაირკვევა სიმართლე. ჩხუბი მოხდა და როგორ გინდათ, არაფერი გააკეთოს გამოძიებამ?! თუ ვინმე ვინმეს იარაღს უმიზნებდა და გამოართვა [ლევან ჯობავამ], კარგია. უთხრან ეს ყველაფერი გამოძიებას“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.