1791316484
შალვა პაპუაშვილი: ბრიტანეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრისას ვისაუბრეთ, რა უნდა გაკეთდეს, რომ ურთიერთობები დაუბრუნდეს იმ კალაპოტს, რომელიც მისაღები იქნება ჩვენი ქვეყნების ურთიერთობის ისტორიიდან გამომდინარე
მოხარული ვარ, რომ შესაძლებლობა მქონდა, დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შევხვედროდი, რა თქმა უნდა, საუბარი გქონდა ორმხრივ ურთიერთობებზე და იმაზე, რომ ჩვენ არ ვართ კმაყოფილი ურთიერთობების იმ ტონით, რომელიც დღეს არის საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ეს არ შეესაბამება იმ სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც წლების განმავლობაში ქვეყნებს შორის არის ჩამოყალიბებული და სადაც საქართველო ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ბრიტანეთისთვის ყოფილიყო კეთილსინდისიერი პარტნიორი, როგორც ორმხრივ ურთიერთობებში, ისე ნატო-ს თუ სხვა ფორმატებში.
„ვისაუბრეთ იმაზე, რომ პარლამენტის ამოცანაა, რომ ჩვენ, როგორც ხალხის წარმომადგენლებმა, საპარლამენტო დიპლომატიის ფარგლებში ერთმანეთთან ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საქართველოსა და ბრიტანეთს შორის ურთიერთობები დაუბრუნდეს იმ კალაპოტს, რომელიც მისაღები იქნება ჩვენი ქვეყნების ურთიერთობის ისტორიიდან გამომდინარე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.











