21 ნოემბერს მთავარანგელოზობაა - ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
1763670521
არანაირი სამხრეთ ოსეთ ქართულ სამართლებრივ-პოლიტიკურ სივრცეში არ იქნება, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ყოფილი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივაზე საუბრისას.
პაპუაშვილი ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის შექმნაში გარე ძალების ჩართულობაზეც საუბრობს.
“დღევანდელი გადმოსახედიდან, მათ შორის სხვადასხვა პროცესს რომ ვაკვირდებით რეგიონში და მათ შორის ისტორიიდან, ეს ხელისგულზე დევს. უფრო მეტიც, ამ დღეებში ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა. თქვენ თუ დააკვირდით ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით სხვა პარტიების მხრიდან, მათ შორის რადიკალური ოპოზიციიდან დიდი წინააღმდეგობა არ ყოფილა. ვინ აალაპარაკეს? უცხოეთიდან დაქირავებული ენჯეოები. გამოვიდა ორი, სამი უცხოეთიდან დაქირავებული ენჯეო და რას ჰქვია სამხრეთ ოსეთი რატომ არ უნდა იყოს და ასე შემდეგ. აქაც გამოჩნდა, რომ პირდაპირ მიიღეს დავალება ამ თემასთან დაკავშირებით. ის, რომ ამდენი ხანი ეს საკითხი გამოგვყვა, უცხოეთიდან დაქირავებული ენჯეოების რეაქციებიც აჩვენებს, რომ ამასაც სჭირდებოდა ხელისუფლება ყოფილიყო ძლიერი საკმარისად, რომ ხმა ვერ ამოეღოთ ამ საკითხთან დაკავშირებით“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილის მიერ შექმნილი „ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია“ უქმდება.