1773348202
სერგეი ლავროვი: ბაიდენის ომი უკვე ტრამპის ომი გახდა
ბაიდენის ომი უკვე ტრამპის ომი გახდა. ასე აფასებსრუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ამერიკელი კოლეგის მარკო რუბიოს მიერ გაკეთებულ განცხადებას უკრაინის მხარდაჭერის შესახებ.
სერგეი ლავროვის თქმით, შეერთებული შტატების პრეზიდენტს დონალდ ტრამპს არაერთგზის უთქვამს, რომ უკრაინა-რუსეთის ომი ყოფილი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ომია და არა მისი, თუმცა რუბიოს განცხადებები საწინააღმდეგოზე მეტყველებს.
„ის, რაც მარკო რუბიომ კონგრესში თქვა, აშშ-ის როლზე არა როგორც შუამავლის, არამედ უკრაინის მხარდამჭერის, საწინააღმდეგოზე მეტყველებს - ბაიდენის ომი უკვე ტრამპის ომი გახდა“, - განაცხადა ლავროვმა.










