სერბეთში სავალდებულო სამხედრო სამსახურის აღდგენას გეგმავენ

სერბეთის პრეზიდენტი

სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის განცხადებით, ქვეყანაში სავალდებულო სამხედრო სამსახური აღდგება.

ვუჩიჩმა აღნიშნა, რომ სერბეთი სავალდებულო სამხედრო სამსახურის დანერგვას უახლოეს პერიოდში დაიწყებს.

პრეზიდენტის თქმით, სავარაუდოდ, სამხედრო სამსახური 75 დღე იქნება, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

„ეს კარგია მთელი საზოგადოებისთვის; ახალგაზრდები პასუხისმგებლობით ისწავლიან და ეს მათ პრობლემებს არ შეუქმნის. აღარ იქნება იგივე სიმკაცრე, რაც ადრე იყო“, – განაცხადა ვუჩიჩმა.

ამასთან, გეოპოლიტიკურ ვითარებაზე მედიასთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ არ ელოდება რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის დასრულებას.

მისივე თქმით, რუსეთსა და ევროპას შორის კონფლიქტი გარდაუვალია და სერბეთი ეცდება, ომში არ ჩაერთოს.

ცნობისთვის, სავალდებულო სამხედრო სამსახურის აღდგენას გეგმავენ ევროპის სხვა ქვეყნებიც. დეკემბერში გერმანიის პარლამენტმა საბოლოოდ დაამტკიცა სამხედრო სამსახურის რეფორმა. სავალდებულო სამხედრო სამსახურის აღდგენას გეგმავს პოლონეთიც.