„არაა გამორიცხული, ძალიან ბევრი ადამიანი განიკურნოს...“ - ასტროლოგი 3 მარტის მთვარის დაბნელებაზე
1772473404
"დაწყებული ონკოლოგიურიდან, დამთავრებული ტრავმატოლოგიური ტკივილით, ნებისმიერ შემთხვევაში, ყველა გაიდლაინით და პროტოკოლით, რომლითაც იმართება პაციენტი, ყველგან გათვალისწინებულია ნარკოტიკული საშუალებაც კი, სხვა ტკივილგამაყუჩებლებზე, ვთქვათ, ანალგეტიკებზე თუ არ ვისაუბრებთ, ყველგან ასეთი რამ შესაძლებელია," - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ გადაცემაში "დებატები" განაცხადა.
"უფრო მეტიც, მაგალითად, დეტოქსის პროგრამაში, რომელიც წარმატებით ხორციელდება, იქაც ბუნებრივია, რომ არის მსგავსი რამ გათვალისწინებული. ამიტომ, მე ამას ვერ დავეთანხმები. რაც შეეხება საკითხს იმასთან დაკავშირებით, რომ რომელიმე პაციენტს დღეს, მაგალითად, ონკოლოგიურს, ან ტრავმატოლოგიურს და ა.შ. აქვს ტკივილი და ვერ უყუჩებენ, ეს უბრალოდ სწორი არ არის," - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.