,,საშიშ თამაშს თამაშობთ მილიონობით ევროპელის სიცოცხლით და უსაფრთხოებით. ეს ძალიან ცუდია” - ვიქტორ ორბანი დონალდ ტუსკს აკრიტიკებს

ჯი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, პოლონელ კოლეგას, მილიონობით ადამიანის "სიცოცხლით თამაშში" ადანაშაულებს. განცხადება ვიქტორ ორბანმა სოციალურ ქსელ "იქსის" საკუთარ ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა.

ორბანის კრიტიკა დონალდ ტუსკის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც თქვა, რომ უკრაინაში ომი "ჩვენი ომია".

"ძვირფასო დონალდ, შესაძლოა, ფიქრობთ, რომ რუსეთთან ომში ხართ, თუმცა უნგრეთი და ევროკავშირი არ არის. საშიშ თამაშს თამაშობთ მილიონობით ევროპელის სიცოცხლით და უსაფრთხოებით. ეს ძალიან ცუდია", – დაწერა ორბანმა.