ცნობილი ბლოგერი ათასობით მაყურებლის თვალწინ, პირდაპირ ეთერში ტრაგიკულად დაიღუპა
1759265262
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისა და სამინისტროს სხვა შესაბამისი დანაყოფების მჭიდრო კოორდინაციით, გასული თვის მანძილზე, საქართველოდან უცხო ქვეყნის 107 მოქალაქე გააძევა.
უწყების ცნობით, სექტემბრის თვეში, კომპლექსურად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: რუსეთის, ინდოეთის, პაკისტანის, ეგვიპტის, თურქეთის, ირანის, ნიგერიის, კამერუნის, სუდანის, ბანგლადეშის, იორდანიის, მიანმარის, ნეპალის, სირიის, აზერბაიჯანისა და ეთიოპიის ჯამში 107 მოქალაქე.
"მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით, კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის 852 მოქალაქის გაძევება მოხდა საქართველოდან, რაც უპრეცედენტოდ მაღალია და მნიშვნელოვნად აღემატება 2022-2023-2024 წლებში გაძევებული პირების ჯამურ რაოდენობას.
აღსანიშნავია, რომ დღეიდან ძალაში შედის ცვლილებები „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში, რაც მიზნად ისახავს არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის მექანიზმებისა და ქვეყნის ტერიტორიაზე მიგრაციული კონტროლის გაძლიერებას.
დაიხვეწა საქართველოში უკანონოდ მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენისა და გაძევების პროცედურები. ცვლილებები, ასევე, შეეხო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსაც. სამართლებრივი პასუხისმგებლობა საქართველოში კანონიერი ყოფნის ვადების დარღვევის შემთხვევაში გამკაცრებულია, ხოლო ადმინისტრაციული ჯარიმის ოდენობა გაიზარდა.
საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის ვადის დარღვევის ხანგრძლივობის გათვალისწინებით, ჯარიმა შესაძლებელია განისაზღვროს 1000-დან 3000 ლარამდე. ჯარიმის პარალელურად, გაძევებულ პირებს დაუწესდებათ ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვის ვადებიც.
განხორციელებული ცვლილებები წარმოადგენს უკანონო მიგრაციის წინააღდეგ ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილს და ემსახურება საქართველოს ტერიტორიაზე კანონის უზენაესობის, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.