სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ზვიად კუპრავა დააკავა
1759316960
66 წლის ჩინელი მამაკაც საყვარელთან სექსის შემდეგ გულის შეტევა დაემართა. მისმა ოჯახმა სასამართლოს მეშვეობით კომპენსაცია მოითხოვა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
გამოცემის ცნობით, ქალმა, სახელად ჟუანმა, გარდაცვლილ ჩჟოუს ცოლ-შვილს 62 000 იუანი (23 000 ლარი) უნდა გადაუხადოს, ანუ მოთხოვნილი 550 000 იუანის (დაახლოებით 200 000 ლარი) ათი პროცენტი.
კაცი 2024 წლის ივლისში, სასტუმროში გარდაიცვალა. გულის შეტევის დროს, დაბნეული პარტიონირ არტერიული წნევის პრეპარატის საყიდლად წავიდა. სასტუმროში კი ერთი საათის შემდეგ დაბრუნდა.
„ჟუანმა დაქორწინებულ მამაკაცთან ურთიერთობით საზოგადოებრივი წესრიგი და მორალური ნორმები დაარღვია. გარდა ამისა, მან ხელიდან გაუშვა ის დრო, როდესაც მისი გადარჩენა ჯერ კიდევ შესაძლებელი იყო“, - ნათქვამია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
ამავდროულად, მთავარი პასუხისმგებლობა თავად ჩჟოუს დაეკისრა, რომელმაც არა მხოლოდ ცოლს უღალატა, არამედ ჰიპერტენზია აწუხებდა და ინსულტიც გადატანილი ჰქონდა, თუმცა ეს პარტნიორს დაუმალა.
სასტუმრო ჯარიმისგან გათავისუფლდა, რადგან ტრაგიკული ინციდენტი ნომერში მოხდა და არა საჯარო ადგილას.