ცნობილი ბლოგერი ათასობით მაყურებლის თვალწინ, პირდაპირ ეთერში ტრაგიკულად დაიღუპა
1759265262
საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ნაკრები ნორვეგიაში გაემგზავრა, სადაც 2 ოქტომბრიდან მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყება.
მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით, ქალაქ ფორდეში საქართველოს სამი ძალოსანი წარადგენს. ქართველი სპორტსმენები ასპარეზობაში 3 ოქტომბრიდან ჩაერთვებიან.
პირველად ფიცარნაგზე გოდერძი ბერდელიძე (60 კგ) გამოვა. მისი გამოსვლის შემდეგ რევაზ დავითაძე (94 კგ) იასპარეზებს, ხოლო ჩემპიონატის დასკვნით დღეს ბაქარ თურმანიძე (+110 კგ) შეეცდება მედლისთვის ბრძოლას.