სასაცილო და ამაზრზენია ის სიტუაცია, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობაშია" - ნინო წილოსანი

ნინო წილოსანი

,,სასაცილო მასკარადი" - ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებს და სააკაშვილის პარტიაში შექმნილ ვითარებას ლოგიკურად მიიჩნევს.

"სასაცილო და ამაზრზენია ის სიტუაცია, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობაშია". ნამდვილად მეცოდება ამ პარტიის ამომრჩეველი, თუკი შერჩა ვინმე, რომ ამ მასკარადს უყურებს. არ იცვლება ამ პარტიის მავნებლური მიზნები.

ნებისმიერი ახლად მოსული თუ გალიდერებული "ნაცმოძრაობის" სახე გააგრძელებს იმ ბოროტმოქმედებას, რომელსაც ეს პარტია საქართველოს წინააღმდეგ აკეთებდა", - განაცხადა ნინო წილოსანმა.