1769363496
საქართველოში რიგითი რადიკალი აქტივისტი ცუდ ხასიათზე რომ იღვიძებდა, ევრობიუროკრატები იმასაც კი ეხმაურებოდნენ, მინეაპოლისის მოვლენებზე კი მათი მხრიდან არ გვინახავს არც ერთი თუნდაც გამოხატული წუხილი - ვატო შაქარიშვილი
ევრობიუროკრატების მხრიდან მინეაპოლისში განვითარებული მოვლენების იგნორირება, სადაც ძალადობრივ დაპირისპირებას მსხვერპლი მოჰყვა, „ნეიტრალური საქართველოს“ ინტერესის საგანია. ვატო შაქარიშვილის შეფასებით, მათი დუმილი ნათლად აჩვენებს ორმაგ სტანდარტს, რომელიც, მისივე თქმით, უკვე მთლიანად ევროკავშირსა და „დიფ სთეითს“ დაქვემდებარებული ბიუროკრატიის სამარკო ნიშნად ჩამოყალიბდა.
„ასეთ საკითხებზე პოზიციის დაფიქსირება ეკრძალებათ, არც შედის საერთოდ მათ ინტერესის სფეროში და ამას ნათლად აჩვენებს ის მასშტაბური ძალადობრივი მოვლენები მინეაპოლისში - ჩვენ არ გვინახავს არც ერთი თუნდაც გამოხატული წუხილი ამ ბიუროკრატების თუ ცალკეული ლიდერების მხრიდან, მაშინ როდესაც საქართველოში რომელიღაც რიგითი რადიკალი აქტივისტი ცუდ ხასიათზე რომ იღვიძებდა, იმასაც კი ეხმაურებოდნენ. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ჩვენ საქმე გვაქვს ორმაგი სტანდარტით წარმოებულ პოლიტიკურ ფარისევლობასთან“, - აღნიშნა შაქარიშვილმა.










