საქართველოში ესტონეთის ელჩი მარგე მარდისალუ-კაჰარი მუშაობას სომხეთში გააგრძელებს, ახალი ელჩის დანიშვნამდე კი საელჩოს საქმეთა დროებით რწმუნებული გიტა კალმეტი უხელმძღვანელებს

ესტონეთის დროშა

საქართველოში ესტონეთის ელჩი მარგე მარდისალუ-კაჰარი მუშაობას სომხეთში გააგრძელებს, ახალი ელჩის დანიშვნამდე კი საელჩოს საქმეთა დროებით რწმუნებული გიტა კალმეტი უხელმძღვანელებს. ინფორმაციას ამის შესახებ ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ესტონეთის საგარეო უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც მედია წერს, ესტონეთის ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა 11 თებერვალს საქართველოში ესტონეთის ელჩს შეატყობინა, რომ ის საქმიანობას 10 მარტს დაასრულებს და ელჩად სომხეთში გადავა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა უარი თქვა დაეკონკრეტებინა, თუ როდის შეიძლება დაინიშნოს ახალი ელჩი საქართველოში.

როგორც ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე ვკითხულობთ, საქართველოს ხელისუფლების მიერ დემოკრატიისგან გადახრის, მათ შორის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისთვის დადგენილი პირობების შეუსრულებლობის გამო, საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების მხარდაჭერა ესტონეთის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი აღარ არის.

ესტონეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ კიდევ ერთხელ ადასტურებენ თანმიმდევრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.