განახლებული ინფორმაცია მათთვის, ვინც, სამებაში, პატრიარქის სამძიმარზე მისვლას აპირებს
1774037093
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ბრიუსელშია. ბელგიის დედაქალაქში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო უწყებათა ხელმძღვანელები აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის მონაწილე 5 ქვეყნის დიპლომატებს შეხვდებიან. სხდომას უხელმძღვანელებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი.
რუსული აგრესიის გავლენა, უსაფრთხოების გამოწვევები, იმ ქვეყნების მხარდაჭერისა და დახმარების გზები, რომლებსაც ევროკავშირის წევრობა სურთ, რეფორმების დღის წესრიგი და რეგიონში არსებული ვითარება - ამ თემებზე დღეს ბრიუსელში ევროპელი მინისტრები კოლეგებთან იმსჯელებენ.