დიდი პაუზის შემდეგ, ილია თოფურიას მეუღლე მიმართვას ავრცელებს
1773086964
პოლიტოლოგმა, რამაზ საყვარელიძემ "დებატების" ეთერში განმარტა, რომ საქართველოსთვის ბევრი სირთულე ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმებით დაიწყო.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ამ პარტნიორობის მიმართ ჩინეთმა ძალიან თბილი დამოკიდებულება გამოავლინა, ამან ევროპის მხრიდან საქართველოს მიმართ შეტევა გამოიწვია.
"ჩემთვის საქართველოს საგარეო პოლიტიკა სუფთა ფურცელი არ არის, უკვე დაწყებულია. ამ დაწყების ნაბიჯები დაახლოებით 2022 წლის პერიოდში გაკეთდა, როდესაც საქართველომ, თითქმის, მალულად დაამყარა სტრატეგიული ურთიერთობა ჩინეთთან. თითქმის მალულად იმიტომ, რომ პრემიერი ჩინეთში ჩავიდა რაღაც სპორტული ღონისძიების გასახსნელად და ხელი მოაწერეს სტრატეგიულ ხელშეკრულებას. იცოდნენ, რომ ეს რთული საკითხია და რთულია ბევრი თვალსაზრისით. ამავე დროს, ბევრი სირთულე დაიწყო სწორედ ჩინეთიდან. ჩინეთმა ძალიან თბილი დამოკიდებულება გამოავლინა ამ პარტნიორობის მიმართ, მას მერე იყო ევროპის მხრიდან შეტევა, ხელისუფლება შეცვალეო და საქართველო ევროპას ამის შემდეგ გაებუტა. ეს იყო თავდაცვითი ნაბიჯი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. რატომ გააკეთა ეს ნაბიჯი ევროპამ? მან დაინახა, რომ ჩინეთის ხაზი აქ მოდის სატრანზიტო მიზნით. ჩინეთის ტრანზიტის კონტროლში დაინტერესებული იყო ბევრი მხარე. ჩინეთს ტრანზიტის კონტროლზე ამერიკამაც თითი დაგვიქნია და პომპეოს ვიზიტი გვახსოვს. ამ კონტროლის შეუძლებლობა და ამ კონტროლზე უარი თუ კი მიიღო ევროპამ, მერე დაიწყო შეტევა. კონტროლზე უარი და ომში უარი ერთი და იგივე იყო. ომიც გამოიწვევდა ხელისუფლების მოშლას და მერე უკვე კონტროლი შეიძლებოდა", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.