ნინი ნებიერიძე გარდაცვლილ მეუღლეს, ბიზნესმენ თემურ უგულავას ემოციური პოსტით ემშვიდობება
1782766445
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ყაზახეთში ოფიციალური ვიზიტი გრძელდება. დღეს, ირაკლი კობახიძისა და ყაზახეთის პრემიერ-მინისტრის შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა ეკონომიკური და სტრატეგიული პარტნიორობა იქნება, რის შემდეგაც ასტანაში მიღწეულ შეთანხმებებზე საქართველოს მთავრობის მეთაური შემაჯამებელ განცხადებას გააკეთებს.
ვიზიტი მიზნად ისახავს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას და საქართველოს როლის წარმოჩენას, როგორც "შუა დერეფნის" საკვანძო მოთამაშე, რომელიც აზიასა და ევროპას შორის უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო გზაა.
ირაკლი კობახიძეს დელეგაციასთან ერთად რესპუბლიკის პრეზიდენტმა უმასპინძლა. უკვე ჩატარდა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში შეხვედრებიც, ასევე გაფორმდა მემორანდუმები ორ ქვეყნას შორის ტურიზმისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროებში.