პოლიციამ სინდი კროუფორდის 27 წლის ვაჟის გარდაცვალების დეტალები გაასაჯაროვა
1790112051
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან მსოფლიო ლიდერებს სიტყვით ხვალ მიმართავს. მანამდე კი ირაკლი კობახიძემ მონაწილეობა მიიღო "მრავალმხრივი პარტნიორობის სამიტში" - სიტყვით გამოსვლის დროს პრემიერმა ყურადღება საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაამახვილა. გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაური შეხვდა თურქეთის პირველ პირს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს. ასევე ნაურუს პრეზიდენტს - ხელი მოეწერა დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ შეთანხმებას. გაეროს გენერალური ასამბლეის გენერალური დებატები გუშინ გაიხსნა.
განხილვის მთავარი მიმართულებები - მსოფლიოში არსებული დაპირისპირებები, კონფლიქტები და ძალაუფლების გადანაწილებაა.