საქართველოს ბედი წყდება და სახლში დარჩენა დანაშაულია! - სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი

პატიმარი მიხეილ სააკაშვილი საზოგადოებას აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ სააკაშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.

„ივანიშვილმა მკვეთრად გაზარდა პოლიციის რაოდენობა, უკეთესად დაატრენინგა და ხელახლა გამოუცხადა ომი ქართველ ხალხს. ასეთ პირობებში ერთადერთი გამოსავალი საპროტესტო აქციებზე ხალხის რაოდენობის გაზრდა და მჭიდრო კოორდინაციაა. მთავარია არ დავიღალოთ და არ შეგვეშინდეს! საქართველოს ბედი წყდება და სახლში დარჩენა დანაშაულია!“ - წერს სააკაშვილი.