„მოსალოდნელია დღეიდან, 15 ივნისამდე...“ - ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1746383868
საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთა რიგით მეშვიდე ეროვნულ ასამბლეაზე ასოციაციის პრეზიდენტად კენჭისყრით თბილისის მერი კახა კალაძე აირჩიეს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ღონისძიების ნაწილი საწესდებო საკითხებზე მსჯელობას დაეთმო, რაც ასოციაციის პრეზიდენტის, ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს არჩევასა და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ათეა) წესდებაში შესატან ცვლილებებს გულისხმობს.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა ნაწილმა ასამბლეა პროტესტის ნიშნად დატოვა. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, სევდია უგრეხელიძის განცხადებით, მის გუნდს ასამბლეაზე თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებული პრობლემებისა და სამომავლო გეგმების განხილვის საშუალება არ მიეცა.