კიბოს ახალმა საწინააღმდეგო ვაქცინამ 15 პაციენტს სიმსივნე სრულიად გაუქრო
1780594091
ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ორივე მხრიდან იმისთვის, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები პოზიტიურ ჭრილში იყოს დანახული და ჩვენ ვიმუშაოთ იმისთვის, რომ ახალი შესაძლებლობები გაჩნდეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.
მაკა ბოჭორიშვილის თქმით, სწორედ ამას ემსახურებოდა ის ვიზიტები, რომელიც ბოლო პერიოდში გაიმართა.
"ჩვენ მოვისმინეთ კომენტარიც, რომელშიც ასევე იყო საუბარი იმ ცვლილებებზე, რასაც აქვს ადგილი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში. ჩვენ ვმუშაობთ აშშ-სთან, თუ რა უნდა იყოს საქართველოსა და აშშ-ის შორის განახლებული ურთიერთობების შინაარსი და როგორ უნდა განვავითაროთ ეს ურთიერთობები. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალში კიდევ გვექნება შესაძლებლობა, უფრო მეტად ვისაუბროთ შინაარსობრივ ნაწილზე. არაერთხელ გვითქვამს და გამოგვიცხადებია მზაობა, რომ საქართველო არის მზად და ყოველთვის იყო მზად აშშ-სთან ჰქონდეს შინაარსიანი ურთიერთობები, რაც გულისხმობს იმას, რომ ეს ურთიერთობები უნდა ასახავდეს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. რა თქმა უნდა, აშშ-ის ინტერესებს და ეს ურთიერთობები პირველ რიგში უნდა იყოს ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული. ჩვენ ვხედავთ იმ განწყობას აშშ-ს მხრიდან რომ ეს არის მიღწევადი და რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ეს ურთიერთპატივისცემის მომენტზე იყოს დაფუძნებული შემდგომი ურთიერთობები, რისი შესაძლებლობაც არსებობს",- განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.