საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა რუსუდან თევზაძისათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა რუსუდან თევზაძისათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა პარლამენტის წევრის რუსუდან თევზაძის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი განიხილა.

კომიტეტის თავმჯდომარის დავით მათიკაშვილის განცხადებით, რუსუდან თევზაძემ მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ პარლამენტს პირადი განცხადებით მიმართა.

კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს რუსუდან თევზაძისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას. კომიტეტის შესაბამისი დასკვნა  პარლამენტის ბიუროს გადაეცემა, რომელიც საკითხს პარლამენტის უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეიტანს.

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ასევე განიხილა საქართველოს პარლამენტში წარდგენილ პეტიციაზე მხარდამჭერთა ხელმოწერების ნამდვილობის შესწავლის საკითხი.

პეტიცია წარდგენილი იყო ორგანიზაციის „ერთად ვებრძოლოთ დიუშენის კუნთოვან დისტროფიას“ თავმჯდომარე ზაქრო გვიშიანის მიერ და ის საქართველოში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტებისათვის მედიკამენტების დაფინანსებას შეეხება.როგორც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა აღნიშნა, კომიტეტმა  საკითხის შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ ნამდვილი ხელმოწერების რაოდენობა 300 პირის ხელმოწერას არ აღემატება. შესაბამისად, კომიტეტმა გადაწყვეტილება მიიღო პეტიციის ავტორს უარი ეთქვას მის განხილვაზე.