„საშინელება მოხდა...“ - ცნობილია ახალგაზრდის ვინაობა, რომელიც ხონში ავარიას ემსხვერპლა
1763381806
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი აკუსტიკური იარაღის, ელექტროშოკური და გაზის აეროზოლური მოწყობილობების ბრუნვის რეგულირებასთან დაკავშირებით, შს-ის მიერ შემუშავებულ საკანონმდებლო ცვლილებებს გამოეხმაურა.
„აკუსტიკური იარაღები, ელექტროშოკური მოწყობილობები და აეროზოლები არ შეიძლება, ისეთივე ხელმისაწვდომი იყოს მოქალაქისთვის, როგორც სურსათი - მაღაზიაში, ვინაიდან ეს ნივთები სხვა ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანებისთვისაც გამოიყენება. აქედან გამომდინარე, აუცილებელია, რომ მკაცრი რეგულაციები არსებობდეს. კონტროლირების სტანდარტი და მექანიზმები იყოს საკმაოდ მაღალი“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.
საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის კიდევ უფრო ეფექტიანად დაცვისა და დანაშაულის პრევენციის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, აკუსტიკური იარაღის, ელექტროშოკური და გაზის აეროზოლური მოწყობილობების ბრუნვის რეგულირებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები შეიმუშავა. დოკუმენტი საკანონმდებლო ორგანოს უკვე წარედგინა.