ცნობილია 17 წლის გოგოს ვინაობა, რომელიც თანატოლებს სასტიკად უსწორდება
1763321894
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, მიხაილ პოდოლიაკს დაავალეს, სააკაშვილის მიერ ზელენსკისადმი მიმართვაზე რეაგირება მოეხდინა.
ვოლსკის თქმით, საქართველოს წინააღმდეგ სიძულვილით სავსე პროპაგანდა მიმდინარეობს.
„მიხეილ სააკაშვილი თურმე ომის პატიმარია. რასაკვირველია, პოდოლიაკს დაავალეს, რომ სააკაშვილის მიერ ზელენსკის მიმართვაზე რეაგირება მოეხდინა. საქართველოს წინააღმდეგ სიძულვილით სავსე პროპაგანდა მიმდინარეობს, რაც შემაშფოთებელია. პოდოლიაკის განცხადება ამ სულისკვეთებით არის განმსჭვალული. მან კარგად იცის, რომ საქართველო უკრაინას ეხმარება და პოლიტიკურ ნაწილშიც არცერთი განცხადება უყურადღებოდ არ დაგვიტოვებია. ათასობით უკრაინელი ცხოვრობს აქ და საქართველო ეხმარება მათ, მათ შორის ბავშვებს. დაასახელოს მეორე ქვეყანა, სადაც უკრაინელი ხალხისთვის ამდენი გაკეთდა. პოდოლიაკის განცხადება უნამუსობაა, ღირსება არ აქვს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა, რომ „არ არსებობს არანაირი საქართველოს ხელისუფლება, არსებობს მარიონეტული მთავრობა“.