მათიკაშვილი აკუსტიკური იარაღის, ელექტროშოკური და გაზის აეროზოლური მოწყობილობების რეალიზაციაზე: იქნა მიღებული გადაწყვეტილება მხოლოდ ლიცენზირებულმა ობიექტებმა მოახდინონ რეალიზაცია ამ ტიპის სპეციალური საშუალებების

დავით მათიკაშვილი

იქნა მიღებული გადაწყვეტილება, სპეციალური რეგულაციები შეეხოს მსგავსი ნივთიერებების თუ აპარატების გაყიდვას. კერძოდ, იყოს შესაძლებელი მხოლოდ ლიცენზირებულმა ობიექტებმა მოახდინონ რეალიზაცია ამ ტიპის სპეციალური საშუალებების, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც აკუსტიკური იარაღის, ელექტროშოკური და გაზის აეროზოლური მოწყობილობებისთვის გარკვეული რეგულაციების განსაზღვრას გულისხმობს.

მისი თქმით, საკანონმდებლო ცვლილებები შეეხება აღნიშნული ნივთების შეძენის მსურველებსაც.

„შემსყიდველს უნდა ჰქონდეს შესაბამისი ნებართვა შსს-სგან. ჩვენი ვალდებულებაა მაქსიმალურად დავიცვათ ჩვენი საზოგადოება ყველა იმ შესაძლო ექსცესისგან ან გართულებისგან, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს ამ ნივთიერებების და აპარატების თავისუფალი მიმოქცევისგან

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აკუსტიკური იარაღის, ელექტროშოკური და გაზის აეროზოლური მოწყობილობების ბრუნვის რეგულირებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები შეიმუშავა.