1767040762
სამხედრო წვრთნების ფარგლებში, ჩინეთმა ტაივანის მიმართულებით რაკეტები გაუშვა
სამხედრო წვრთნების ფარგლებში, ჩინეთმა ტაივანის მიმართულებით რაკეტები გაუშვა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
როგორც მედია წერს, ჩინეთის სამხედრო წვრთნები ბოლო პერიოდის განმავლობაში ყველაზე მასშტაბურია. წვრთნების მეორე დღეს ჩინეთმა ბომბდამშენებთან და სამხედრო გემებთან ერთად, ახალი უნივერსალური სადესანტო ხომალდები განალაგა.
მედიის ცნობით, ჩინეთმა წვრთნები ტაივანის გარშემო 5 ზონაში ჩაატარა.
„როიტერის“ ინფორმაციით, „სამართლიანობის მისია 2025“-ის სახელით ცნობილი წვრთნები აშშ-ის მიერ ტაივანისთვის რეკორდული 11.1 მილიარდი დოლარის იარაღის პაკეტის გამოცხადებიდან 11 დღის შემდეგ დაიწყო.
ტაივანის პრეზიდენტმა, ლაი ჩინ ტემ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა, რომ ჩინეთის წვრთნები „არ შეესაბამება პასუხისმგებლიანი დიდი სახელმწიფოსგან მოსალოდნელ ქცევას“. მისი თქმით, ტაიბეი სიტუაციის ესკალაციას არ ცდილობს.










