-15 ქულა და ფულადი ჯარიმა - მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის
1757016870
კვლავ პოლიტიკური შეფასებების საგანია პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის განცხადება, სადაც ამბობს, რომ უკრაინას პოლონეთის ომში ჩართვა სურდა. განცხადება შეფასდა საქართველოშიც.
"ქართულ ოცნებაში" მიიჩნევენ, რომ ანჟეი დუდას სიტყვები კიდევ ერთხელ ადასტურებს დასავლეთის პოლიტიკას და ფაქტს, რომ საქართველოში, 2022 წლიდან, სხვადასხვა ჯგუფს მეორე ფრონტის გახსნა სურდა.
"საინტერესოა, კიდევ რომელი ქვეყნის ყოფილი მაღალჩინოსანი გაბედავს და კიდევ იტყვის, რომ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან მეორე ფრონტის გახსნის მცდელობები და მოწოდებები იყო სხვადასხვა ქვეყანაში. "ქართული ოცნების" გუნდს ქართველ ხალხთან ერთად რომ არ მიეღო მტკიცე გადაწყვეტილება, და უარი არ ეთქვა ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ გადაწყვეტილებების მიღებაში, ჩვენს ქვეყანაში ზუსტად იმ ომის მძვინვარება იქნებოდა“, - აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე.