მაგნიტური ქარიშხალი 2025 წლის სექტემბერში: ასტროლოგებმა თვის ყველაზე საყურადღებო თარიღები დაასახელეს
1757016593
მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შეწყალება მოულოდნელი იყო, კიდევ უფრო მისასალმებელი იქნებოდა, თუ ყველა პოლიტპატიმარი იქნება გათავისუფლებული, – ამის შესახებ პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ წევრმა, თამარ კეკენაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მოქმედებებზე პოლიტიკური შეფასების გაკეთება შეუძლებელია“.
„ჩვენთვის ეს შეწყალება ნამდვილად იყო მოულოდნელი, თუმცა მისასალმებელია. ძალიან გვიხარია, რომ ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე არიან გარეთ. კიდევ უფრო მისასალმებელი იქნებოდა, თუ ყველა პოლიტპატიმარი იქნება გათავისუფლებული, განსაკუთრებით ახალგაზრდები, რომლებიც საკუთარი ევროპული მომავლის დაცვისთვის იყვნენ რეპრესირებული, მათზე განხორციელდა ძალადობა და უსამართლოდ იმყოფებიან ციხეში. რა თქმა უნდა, უკვე შეუძლებელია პოლიტიკური შეფასების გაკეთება „ქართული ოცნების“ მოქმედებებზე. ისინი, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, როცა უნდათ იჭერენ, როცა უნდათ, უშვებენ ადამიანებს“, – განაცხადა თამარ კეკენაძემ.