„საბოლოო ჯამში, ისევე დაიშლებიან, როგორც შეკოწიწდნენ“ - ლევან მახაშვილი პოზიციურ ალიანსზე

ლევან მახაშვილი

„ეს სანახაობა, რასაც ჩვენ ვაკვირდებით, საზოგადოებისთვის საინტერესოა არ არის. ამ ყველაფრის დასასრული არის რაც იყო აქამდე, საბოლოო ჯამში, ისევე დაიშლებიან, როგორც შეკოწიწდნენ" - პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი ოპოზიციურ ალიანსში დაპირისპირებას ეხმაურება.

ლევან მახაშვილი ამბობს, რომ ოპოზიციური ალიანსი არ ეფუძნება მოქალაქეების ინტერესებს:

"ეს გაერთიანება არ ეფუძნება მოქალაქეების ინტერესებს. სწორედ ამიტომ არის ეს რაღაც სანახაობა, მერამდენე სერიალი უკვე ამ დაპირისპირების, ძალაუფლებისთვის, სკამებისთვის ბრძოლა, შიდა პარტიული ბრძოლა. სწორედ ამ სანახაობას ვაკვირდებით. ასე, რომ დასკვნები დიდი ხანია უკვე გამოტანილი აქვს საზოგადოებას. დანარჩენი, ეს სანახაობა, რასაც ჩვენ ვაკვირდებით, ეს საზოგადოებისთვის საინტერესოა არ არის. ამ ყველაფრის დასასრული არის რაც იყო აქამდე, საბოლოო ჯამში, ისევე დაიშლებიან, როგორც შეკოწიწდნენ, თუ უკვე არ არიან დაშლილები და უბრალოდ რაღაც თამაშს არ უყურებს საზოგადოება," - აცხადებს ლევან მახაშვილი.