[სააკაშვილის] წერილები ყველაზე ბევრი მე მაქვს, არასდროს მიკადრია გამოქვეყნება - ეკა ხერხეულიძე

ეკა ხერხეულიძე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ეკა ხერხეულიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ პირადი წერილების გამოქვეყნებას მხოლოდ ერთი მხარე არ წყვეტს და ორივეს თანხმობაა საჭირო. 

,,მეგობრებო, ადრეულ ასაკში უნდა გვესწავლა, რომ პირადი წერილების გამოქვეყნებას ერთი მხარე არ წყვეტს. ორივეს თანხმობაა საჭირო. თუ მართლა ვწუხვართ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, გავუფრთხილდეთ, პატივი ვცეთ.

თორემ, წერილები ყველაზე ბევრი მე მაქვს, არასდროს მიკადრია გამოქვეყნება, თან, დარწმუნებული ვარ, ძალიანაც არ მოგეწონებათ შინაარსი. აბა, თქვენ იცით...", - წერს ეკა ხერხეულიძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ, ,,ნაციონალური მოძრაობის" ახალმა თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა სოციალურ ქსელში საქართველოს ექსპრეზიდენტის წერილი გამოაქვეყნა. 

მიხეილ სააკაშვილი ხაბეიშვილს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.