„6 წელი გავიდა და დავშორდი...“ - რას ამბობს ალექსანდრა პაიჭაძე კოდუასთან დაშორების მიზეზებზე
1758141370
რუსთაველი გამზირზე ერთ საათზე მეტია ვითარება დაძაბულია. საპოლიციო ძალები რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებს მომიტინგეებისგან ათავისუფლებენ.
სპეცრაზმი დემონსტრანტების დასაშლელად იყენებს წყლის ჭავლს.
პარალელურად, აქციის მონაწილეებმა ბარიკადები აღმართეს, რომელსაც ცეცხლი წაუკიდეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. უწყების ცნობით, აქცია შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს გასცდა.
პარლამენტთან შეკრებილები „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ საბოლოოდ თქვა უარი ქვეყნის ევროპულ კურსზე.
აქციის მონაწილეები ქვეყანაში ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.