როდის ელოდებიან საქართველოში +40-გრადუსიან სიცხეს
1786135318
თელავში, ერთ-ერთ სასტუმროში ქორწილის დროს მომხდარ ინციდენტზე დაკავებული გიორგი ჭიღლაძე 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. თელავის რაიონულ სასამართლოში პროცესი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.
პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო გირაოს გამოყენება მოითხოვა.
ჭიღლაძე დარბაზიდანვე გათავისუფლდა.
გამოძიება 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.