როგორ ვუშველოთ შეშუპებას კიდურებსა და სახეზე ზაფხულის ცხელ დღეებში – ენდოკრინოლოგ შოთა ჯანჯღავას რეკომენდაცია

შოთა ჯანჯღავა

როგორ ვუშველოთ შეშუპებას კიდურებსა და სახეზე ზაფხულის ცხელ დღეებში – ამის შესახებ ინფორმაციას ენდოკრინოლოგი,  შოთა ჯანჯღავა ავრცელებს. 

„პირველ რიგში წყლის რაოდენობა უნდა გავზარდოთ, რადგან ხშირად შეცდომას უშვებენ, როცა ცოტა წყალს სვამენ, პირიქით რაც უფრო მეტ წყალს მივიღებთ, მით უფრო ნაკლებად ვშუპდებით. მარილის რაოდენობა უნდა იყოს აუცილებლად შემცირებული. ასევე ფიზიკური აქტივობა, რადგან ამ დროს ვენური უკმარისობა

და ლიმფოსტაზის მაჩვენებელი იმატებს ზაფხულის სეზონზე ტემპერატურიდან გამომდინარე. ამიტომ კარგი იქნება წყლის აბაზანები, ცურვა და ასეთი ფიზიკური აქტივობები ჩავრთოთ, რომელიც დაგვეხმარება, მაგრამ თუ უკვე ვიცით, რომ გვაქვს ვენური უკმარისობა, ასეთ შემთხვევაში ანგიოლოგები ყოველთვის გვირჩევენ ხოლმე, რომ პროფილაქტიკის მიზნით ზაფხულში 2-3 თვით ადრე მივიღოთ შესაბამისი მედიკამენტი, რომელიც შეშუპებას და ვენურ უკმარისობას შედარებით გააუმჯობესებს.

რაც შეეხება სითხეს, ზოგადად არ არის რეკომენდებული ტკბილი სასმელების მიღება, მაგრამ თუ ძალიან გვიჭირს წყლის მიღება, ასეთ შემთხვევაში შეგვიძლია გემოსთვის რაღაცეები, თუნდაც ჯინჯერი ჩავრთოთ, რომელიც გემოს შეუცვლის წყალს. თუ ესეც არ შეგვიძლია, ამ შემთხვევაში უნდა მივიღოთ ნატურალური წვენები.

რაც შეეხება სახის შეშუპებას, წყალი უნდა მივიღოთ, უბრალოდ ზედა ნაწილის შეშუპება, უფრო თირკმლის პათოლოგიებისთვის არის დამახასიათებელი. აქედან გამომდინარე ერთხელ მაინც უნდა შევამოწმოთ თირკმლის მდგომარეობა და გავიკეთოთ შარდის ანალიზი...“ – ამბობს ენდოკრინოლოგი.