მნიშვნელოვანი ინფორმაცია პენსიის და სოციალური დახმარებების მიმღებთა საყურადღებოდ
1763543117
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ვაკის რაიონის დელეგატი ზუკა რურუა საარჩევნო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს აფასებს.
როგორც ცნობილია, უცხოეთში მცხოვრები მოქალაქეებისთვის ხმის მიცემის წესი იცვლება, ცვლილების თანახმად, საპარლამენტო არჩევნებზე მათ ოთხ წელიწადში ერთხელ სამშობლოში ჩამოსვლა მოუწევთ.
„იმ ადამიანებმა, საქართველოს მოქალაქეებმა, ვინც საზღვარგარეთ ცხოვრობს, უნდა იცოდნენ, თუ რა ხდება საქართველოში, როგორ ვითარდება პოლიტიკური პროცესები და არ უნდა იყვნენ რაღაც გავლენებზე დამოკიდებული. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 4 წელიწადში ერთხელ ჩამოვიდნენ და თავისი არჩევანი დააფიქსირონ საზღვრებს შიგნით“, - განაცხადა ზუკა რურუამ.
ინიციატივის მიხედვით, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, ისევე საქართველოს პარლამენტის არჩევნებზეც ხმის მიცემა შესაძლებელი იქნება მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში.