მნიშვნელოვანი ინფორმაცია პენსიის და სოციალური დახმარებების მიმღებთა საყურადღებოდ
1763543117
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ხელაძე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს აფასებს.
„იმ ვალდებულებების შესრულებას, რაც ჩვენ ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან გამომდინარე გვაქვს, სჭირდება კონკრეტული ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. ხწორედ ესეც ერთ-ერთ იმათთაგანია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში გადადის ანტიკორუფციული ბიურო, სადაც უფრო კომპეტენტურად განხორციელდება ამ მიმართულებით მუშაობა“, - განაცხადა ხელაძემ.
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი დღეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავს. ცვლილებებით უქმდება ანტიკორუფციული ბიურო, რომლის ფუნქციებიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გადაეცემა. ასევე უქმდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური და ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტი.