მედია: თურქეთში ჩასული ვოლოდიმირ ზელენსკისა და ამერიკული მხარის შეხვედრა არ შედგა, რადგან უკრაინის პრეზიდენტი არ იყო დაინტერესებული მათ მიერ მომზადებული სამშვიდობო გარიგებით

ჯჯ

მედია წერს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი, ომის დასრულების საკითხზე სასაუბროდ, თურქეთში ჩავიდა. ვოლოდიმირ ზელენსკი რეჯეფ თაიფ ერდოღანს ანკარაში შეხვდა, თუმცა არ შედგა შეხვედრა ამერიკულ მხარესთან. მედიის ინფორმაციით, შეხვედრის გადადების ინიციატორი სტიფ უიტკოფი იყო, რადგან გაირკვა, რომ უკრაინის პრეზიდენტი არ იყო დაინტერესებული ამერიკული მხარის მიერ მომზადებული სამშვიდობო გარიგებით.

პარალელურად, ინტენსიური ომი გრძელდება უკრაინაში. 26-მდე გაიზარდა დაღუპულების რაოდენობა უკრაინის ქალაქ ტირნოპოლში, სადაც ოკუპანტების სარეკეტო იერიშიდან 24 საათის შემდეგაც გრძელდება სამძებრო-სამაშველო ოპერაცია. დაღუპულთა შორის სამი ბავშვია. დაშავებულია ასამდე ადამიანი.