მნიშვნელოვანი ინფორმაცია პენსიის და სოციალური დახმარებების მიმღებთა საყურადღებოდ
1763543117
ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი იარაღის შესახებ კანონში ინიციირებულ ცვლილებებს აფასებს. მისი განცხადებით, ცვლილებები საზოგადოებრივი წესრიგის უკეთ დაცულობას უზრუნველყოფს.
„ეს არის აპრობირებული, გავრცელებული პრაქტიკა, ვინაიდან ჩვენ საუბარი გვაქვს ისეთ ხელსაწყოებზე, რომლებიც საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას, მის სიცოცხლეს. ასეთი ტიპის რეგულაციებით საზოგადოებრივი წესრიგის უკეთ დაცულობას უზრუნველვყოფთ. გასული წლების პრაქტიკამაც აჩვენა, რომ ეს საზოგადოებაში სერიოზული პრობლემა გახდა და ბუნებრივია, ამ პრობლემაზე სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება ეფექტიანი უნდა იყოს“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.
პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი დღეს „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ინიციირებულ ცვლილებებს განიხილავს. ინიციატივის მიხედვით, აიკრძალება ფიზიკურ ან იურიდიულ პირთა მიერ ელექტროშოკური მოწყობილობების დამზადება, შეძენა, შენახვა ან გაყიდვა. ასევე ლიცენზირებას დაექვემდებარება გაზის აეროზოლური ან ხმოვანი - იგივე აკუსტიკური იარაღის დამზადება, შენახვა, შეკეთება, ტრანზიტი ან ამ იარაღით ვაჭრობა.