თელავში მამაკაცი ავტომობილით საკუთარ მეუღლეს დაეჯახა
1770981740
ამერიკამ თქვა, რომ „ეს ჩემი ომი არ არის“, საქართველომ ფაქტობრივად თავისი ქმედებებით, დაახლოებით გაიმეორა ის ნარატივი, რასაც ამერიკა იმეორებდა, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საზოგადოებრივი მოძრაობა „პოლიტიკური არჩევანის“ დამფუძნებელმა რომან კაკულიამ, საქართველოს მიმართ ევრობიუროკრატების კრიტიკული განწყობების მიზეზებზე საუბრისას.
მისი თქმით, ევროპა თავის ნარატივს დაამტკიცებდა იმ შემთხვევაში თუ საქართველოში რუსული ტანკები შემოვიდოდნენ თუმცა საქართველოს ხელისუფლება არ ჩაება ომში ამიტომ ფაქტობრივად გაიმეორა ის პოზიცია, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციას აქვს, რომ „ეს ჩემი ომი არ არის“.
„აქ ამერიკის და ევროპას შორის დაძაბულობა თამაშობს გადამწყვეტ როლს. მთავარი ტერმინი ტრამპის მიერ ნათქვამი, რაც ევროკავშირს არ მოსწონს, რაში მდგომარეობს, რომ „ეს არის ბაიდენის ომი და ეს ჩემი ომი არ არის“. ეს რატომ არის მათთვის ძალიან მძიმე ტერმინი?! - იმიტომ არის, რომ ევროპა ყველანაირად ცდილობს ამერიკა, როგორმე შეაკავოს თავის ტერიტორიაზე და რაღაცნაირად არ დაუშვას მისი აქცენტების გადატანა. რადგან ამერიკამ თქვა, რომ „ეს ჩემი ომი არ არის“, ეს ფაქტობრივად ნიშნავდა, რომ მან აღიარა, რომ რუსეთს შეიძლება ჰქონდეს ინტერესები, რომელსაც ლეგიტიმაციას კი არ აძლევს, რომლის გაუთვალისწინებლობამ შესაძლოა ეს კონფლიქტი ვერ დაალაგოს. ამას ნიშნავს თავისი შინაარსით. ამას ევროპა, რას უპირისპირებს, რომ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს რუსეთის ინტერესების გათვალისწინებას, ის არის იმპერია, რომელიც ფართოვდება და ეს არის ერთადერთი ამოსავალი წერტილი. საქართველო აღმოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკასთან ურთიერთობები დალაგებას საჭიროებს, აღმოჩნდა იმ მეორე ნარატივის ხაზგამსმელი და ცალსახად იქითა მხარეს [ევროპის] არ მდგომი. ანუ მან [საქართველომ] ფაქტობრივად თავისი ქმედებებით დაახლოებით გაიმეორა ის ნარატივი, რასაც ამერიკა იმეორებდა. ეს მეორე ნარატივი, რომ არა, რუსეთი აუცილებლად არის იმპერია და მხოლოდ ამაშია საქმე, ჩვენ როდესაც ვლაპარაკობთ ომში ჩათრევა ვინმეს უნდოდა თუ არ უნდოდა, აქ რაშია იცით საქმე?! რატომ იყო მნიშვნელოვანი, რომ ჩვენთან ომის დაწყების რეალური შანსი არსებობდა? ერთი წამით წარმოიდგინეთ, საქართველოს მიმართულებით რამდენიმე ტანკსაც, რომ გადმოეკვეთა საზღვარი და თავად ფაქტი, რომ შემდგარიყო, რომ რუსეთი უკრაინის გარდა კიდევ რომელიმე ქვეყანასაც უტევს, ეს იმას ნიშნავდა, რომ მაშინ ევროპელების ის ძირითადი ნარატივი, რითაც მათ გადარჩენა უნდათ და ამერიკელების დატოვება უნდათ საკუთარ კონტინენტზე, რომ ეს იყო სწორი ნარატივი. აი, ამის მიღწევა იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რომ რუსეთი მარტო უკრაინას კი არ უტევს, საქართველოსაც შეუტია. ორი ტანკიც, რომ დაქოქილიყო უკვე ის ნარატივი, რომ რუსეთის ეგზისტენციალური საფრთხე კი არ არის პრობლემა, არამედ მისი გაფართოებაა მთავარი ნარატივი, ეს ნარატივი იმარჯვებდა და ეს ნარატივი ევროპას სჭირდებოდა რისთვის - დაძაბული, სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად. რუსოფობიური თემების გასააქტიურებლად. ევროპას მათი მთავარი ნარატივის განხორციელებაში ვუშლიდით ჩვენ ხელს“, - განაცხადა რომან კაკულიამ.