როგორ საუბრობთ ავტობუსის მძღოლზე ისაუბროთ, როცა მერი გყავთ წალენჯიხაში, რომელიც ჩვეულებრივი ალკოჰოლიკია - ჩაკვეტაძე „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს

გიორგი ჩაკვეტაძე

როგორ აძლევთ თავს უფლებას, ავტობუსის მძღოლის ალკოდამოკიდებულებაზე ისაუბროთ, როცა მერი გყავთ წალენჯიხაში, რომელიც ჩვეულებრივი ალკოჰოლიკია, - ამ სიტყვებით საკრებულოს წევრმა გიორგი ჩაკვეტაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს, ანა გოგოლაძეს მიმართა, რომლის განმარტებითაც, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ავტობუსის მძღოლი მოქალაქეს დაეჯახა.

ჩაკვეტაძის განცხადებას დარბაზში ტაში მოჰყვა.

„ადამიანები, რომლებიც აქ არიან, არიან ჟურნალისტები და თქვენი თანაქალაქელები, თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს იყო ზუსტად, რომ მოქალაქე გასული იყო სახელმწიფო და ადგილობრივი მმართველობიდან, ამაზე პასუხისმგებლობა თქვენ აიღეთ. როგორ საუბრობთ და როგორ აძლევთ თავს უფლებას, ავტობუსის მძღოლის ალკოდამოკიდებულებაზე ისაუბროთ, როცა მერი გყავთ წალენჯიხაში, რომელიც ჩვეულებრივი ალკოჰოლიკია“, - განაცხადა ჩაკვეტაძემ.