„პირდაპირი ბილეთია უშვილობის" - გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება
1778618592
„ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მერვე შეხვედრა იმართება ერევანში და პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს ამ შეხვედრაში", - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ევროპული პოლიტიკური საზოგადოების მე-8 სამიტზე დაგეგმილ, ირაკლი კობახიძის სიტყვის გამოსვლის შესახებ განაცხადა.
როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, დაკავშირებადობის კუთხით, საქართველოს განსაკუთრებული როლი ენიჭება.
"გაიმართება მრგვალი მაგიდის ფორმატში დისკუსია, რომელიც შეეხება დაკავშირებადობას და ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხებს. ეს მნიშვნელოვანია, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის, ასევე ზოგადად ევროპის რეგიონისთვის.
საქართველოს აქვს განსაკუთრებული როლი, როდესაც დაკავშირებადობაზე ვსაუბრობთ. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ამ ფორმატში პრემიერ-მინისტრის მონაწილეობა, გამართულ დისკუსიებში", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.